
როგორც „ინფო 9“-ის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სანაპიროზე წითელი დროშები გამოფინეს და დამსვენებლებს მოუწოდებენ, ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ.
ცოტა ხნის წინ, სანაპიროზე გოგონას მაშველის დახმარება დასჭირდა. მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში დღეს შტორმსაც ელოდებიან.