
სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქებისას, საცხოვრებელი კორპუსის კედელი ჩამოინგრა.
აფეთქებისას, ბინაში მყოფი მამაკაცი ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
ასევე, შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირი შენობიდან მაშველებმა გამოიყვანეს. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.