
უწყების ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ფოთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვოდა და არსებობდა ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება.
ხანძრის ჩაქრობის ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად იყვნენ მობილიზებულები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები.
ჩატარებული სახანძრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მოხდა ხანძრის ლიკვიდირება. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 80–მდე მეხანძრე-მაშველი, 14 სახანძრო ეკიპაჟი და 2 სამაშველო ბრიგადა.
ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ნაქირავებ ბინებში გაანაწილებენ.