ვიდეო - ხანძარი ბათუმში
კატეგორიის სხვა სიახლეები
ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ექვსი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან სამი კლინიკაში რჩება.

მედიკოსების შეფასებით, სამივეს მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის გამო ავტობანზე მოძრაობა შეფერხებული იყო, თუმცა ამ დროისთვის დაზიანებული ავტომანქანები გაყვანილია ტერიტორიიდან და ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
14:10 / 27.03.2021
ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი მძიმედ დაშავდა. ავარია სოფელ ნინიგორში ცოტა ხნის წინ მოხდა.

Imedinews-ის ინფორმაციით, მიკროავტობუსს მცირეწლოვანმა გადაურბინა, რა დროსაც მოძრავ ტრანსპორტს შეეჯახა და ბიჭმა ქვედა კიდურის მრავლობითი მოტეხილობა მიიღო და ტვინის შერყევით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
14:53 / 26.02.2021
თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ცეცხლი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში Imedinews-ს განუცხადეს, რომ ადგილზე 11 სახანძროა მობილიზებული.
14:56 / 21.02.2021
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ავტომობილებში მსხდომი პირები მსუბუქად დაშავდნენ.

​როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
10:51 / 19.02.2021
მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, დიდუბის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ქალი იყო და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

"ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. სამაშველო ჯგუფების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა წყლიდან ქალის უსაფრთხო ადგილას გამოყვანა.

ქალი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
11:53 / 16.02.2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში, ნახუნაოდან დიდი ჭყონისკენ მიმავალი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შემდეგაც აალდა.

მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მგზავრი დაშავდა და ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
12:03 / 13.02.2021
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს დაეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
15:01 / 12.02.2021
სავაჭრო ცენტრ "მეგალაინში" სარდაფი იწვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.

მიმდინაროებს ცეცხლის ლოკალიზება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
15:45 / 10.02.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შესახებ. ცეცხლი გავრცელებული იყო იტალიური ტიპის სამსართულიანი სახლის სასხვენო გადახურვაზე.
21:30 / 08.02.2021
გორში ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა სუხიშვილის ქუჩაზე მოხდა. ის სახლში მარტო იმყოფებოდა და შვილმა აღმოაჩინა. მისი გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია, გახდა, რაც წყლის გამაცხელებლის გაუმართავობამ გამოიწვია.

ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

მომხდარზე გამოძიება შსს 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
13:46 / 08.02.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
×