თბილისი-რუსთავის გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია მძღოლი და მგზავრი ქალბატონი, რომელიც სომხეთის მოქალაქეა. ამის შესახებ „რუსთავი 2“ იუწყება. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა. სავარაუდო მიზეზად სიჩქარის გადაჭარბება სახელდება.
მომხდარი ავარიის გამო, თბილისი-რუსთავის გზაზე საცობია.