
როგორც „ინფო 9“-ს რუსთაველის მერიიდან აცნობეს, უბედური შემთხვევა დღეს, ცემენტის ჩამომსხმელი მანქანისა და მაღალი ძაბვის ელექტროსადენის შეხებამ გამოიწვია.
მერიის ინფორმაციით, ავარიის შედეგად რუსთავის დიდ ნაწილს დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.
შემთხვევის ადგილზე რუსთავის მერი დავით ჯიქია იმყოფებოდა. მან დაშავებული მუშები საავადმყოფოშიც მოინახულა. დაზარალებულები 34 წლის ვასილ სვანიძე და 44 წლის ზურაბ ჩეჩელაშვილი არიან.
ისინი სხეულის მძიმე დამწვრობით ჯერ რუსთავის ცენტრალურ და „აზოტის“ საავადმყოფოებში, შემდეგ კი კატასტროფის მედიცინით თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
ამავე თემაზე: რუსთავში მშენებლობაზე ორ მამაკაცს დენმა დაარტყა