
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.
მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად, ხანძარი გაჩნდა. მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალისა და ბავშვის გადარჩენა კი, ვერ მოხერხდა.
როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.