
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთი დიდი სიჩქარით მოძრაობდა. დაშავებულები სხვადასხვა მანქანაში ისხდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.