
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ნფორმაციით გუმათჰესის ტერიტორიაზე არის ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. ამ წუთისთვის [18:00] მეხანძრე–მაშველები ხანძრის ლოკალიზებისთვის მუშაობენ.
სააგენტოს ცნობით, ცეცხლი სავარაუდოდ ზეთის ტრანსფორმატორს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 5 ჯგუფი და 30–მდე მეხანძრე. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.