დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩაზე მდებარე მანქანების სახელოსნოსთან ორ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას
საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევა მანქანების სახელოსნოსთან მოხდა. მათივე ცნობით, ორივე ავტომობილი უფუნქციო იყო და აალების დროს იქ არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტომობილების აალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.