საზოგადოება
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესება - უფრო მეტად დაფაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელმა ქალაქის ტერიტორია, უფრო მეტ მგზავრს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და შემცირდეს გადაადგილების დრო. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
18:16 / 20.01.2022
 
„კლინიკა, ამ ეტაპზე, გადავსებულია, სამი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
14:12 / 20.01.2022
 
აიპლიუსმა Biohax International თან კონტრაქტი გაწყვიტა. საქართველოში კანქვეშა ჩიპები აღარ შემოვა. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია თავად ავრცელებს.
13:46 / 20.01.2022
 
თანამედროვე მსოფლიოში კისრის ტკივილი ადამიანებისთვის საკმაოდ ნაცნობი პრობლემაა. გადატვირთული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში ეს უსიამოვნო შეგრძნება მათში სტრესს იწვევს. ამ დროს კისრის ბალიშების გამოყენება კარგი გამოსავალია. თუმცა, გადაღლილობის გარდა, შეიძლება კისრის ტკივილის მიზეზი სხვადასხვა სახის დაავადება იყოს. მაგალითად, კისრის ბალიშებს რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოქონდროზის, კისრის ოსტეოართრიტისა და მალთაშუა დისკის თიაქარის დროს ნიშნავენ და მისი გამოყენება მკურნალობის პროცესს უფრო ეფექტურს ხდის. გარდა ამისა, ეს პროდუქტი კისერს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და დისკომფორტის შეგრძნებას მოგიხსნით.ის იდეალურია მათთვის, ვისაც კომპიუტერსა თუ სმარტფონთან დაძაბულ მდგომარეობაში მუშაობის დროს დაჭიმულობისა და დაღლილობის შეგრძნება აწუხებს. ასევე მათთვის, ვისაც ხშირად უწევს მგზავრობა, რადგან კისრის გასაბერი ბალიშის დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგება ძალიან მარტივია.
12:16 / 20.01.2022
 
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გაუარესებული ეპიდვითარების შესახებ საუბრობს.
11:52 / 20.01.2022
 
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 306 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 896 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 410 PCR ტესტით.
11:10 / 20.01.2022
 
კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა განაცხადა, რომ მსოფლიო კორონავირუსზე უფრო მომაკვდინებელი ვირუსის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. ბილ გეითსმა მთავრობებს მოუწოდა, მილიარდობით დოლარი გამოყონ შემდეგი გლობალური ეპიდაფეთქებისთვის მოსამზადებლად.
21:15 / 19.01.2022
 
ვულოცავ სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაულს და ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას - მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანეს ნაპირზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
18:28 / 19.01.2022
 
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 350 კვლევა ანტიგენის ტესტით და 30 255 PCR ტესტით.
10:59 / 19.01.2022
 
კალენდარი
×