საზოგადოება
ჩვენ ვიცით, რომ სახელისუფლებო გუნდს აქვს გარკვეული კითხვები. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ CRRC-საქართველო NDI-ის მხრიდან სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს, - ამის შესახებ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
20:08 / 16.01.2020
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2020 წლის 16 იანვრის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა. მათი უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა. კომისიის მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ჩამოწერილი თანხების ჯამმა 186 677 ლარი შეადგინა.
18:11 / 16.01.2020
 
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, ინსტიტუტებს შორის ყველაზე ცუდად პარლამენტის საქმიანობას აფასებს. კერძოდ, NDI-ის კვლევის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა რესპონდენტთა 40 %-მა უარყოფითად შეაფასა.
11:27 / 16.01.2020
 
"ინფო რუსთავის" ქალაქ რუსთავში მეგობრობის გამზირზე, 35 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში დაიღუპა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ასფიქსიაა. მამაკაცი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
00:43 / 16.01.2020
 
15 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში კინობიბლიოთეკა გაიხსნა.
23:46 / 15.01.2020
 
2020 წლის 1 თებერვალს, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, რობერტ ბერნსის სახელობის საქველმოქმედო გალა საღამო უკვე მე-11 ჯერ გაიმართება.
20:25 / 15.01.2020
 
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ჩაბარდათ, რომელშიც ნათქვამია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში „ფულის გათეთრება“ არ იკვეთება.
20:03 / 15.01.2020
 
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს 80 ახალი ავტომობილი ჰყავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
15:20 / 15.01.2020
 
18 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცემა. დედაქალაქში კი -4 გრადუსია მოსალოდნელი.
15:12 / 15.01.2020
 
ვოლვოს ფლაგმანმა XC90 T8-მ ორი ძრავით ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა DrivingElectric-ის დაჯილდოებაზე და საუკეთესო ელექტრიფიცირებულ შვიდადგილიან ავტომობილად დასახელდა. ეს არის პირველი ჯილდო დიდი SUV-ის დამუხტვადი ჰიბრიდის ვერსიისთვის, რომელსაც მან მთელი რიგი მაღალი მაჩვენებლების, ტექნოლოგიებისა და დიზაინის განახლებების წყალობით მიაღწია.
14:33 / 15.01.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
×