საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები („საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და ორგანიზაცია „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები“) დაბა კაზრეთში „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში გადამწყვეტ ფაზაში შესულ სამუშაოებს გაეცნენ.
17:09 / 15.07.2020
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს აგვისტო-სექტემბერში „არემჯის საზაფხულო სკოლა“ უმასპინძლებს.
აღნიშნული პროექტი სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტისათვის ერთთვიან ანაზღაურებად პრაქტიკას ითვალისწინებს და ის წელს მესამედ ხორციელდება.
ყოველ წელს იზრდება პროექტში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა. წინასწარ შევსებული აპლიკაციების საფუძველზე, წელს შეირჩა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 30 სტუდენტი. აღსანიშნავია, რომ 17 მათგანი ადგილობრივია.
17:02 / 12.08.2020
 
აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მოზრდილებში, 2 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) სამკურნალოდ მედიკამენტი Evrysdi(რისდიპლამი) დაამტკიცა. Evrysdi (რისდიპლამი) ფარმაცევტული კომპანია Roche-ს წარმოებული მედიკამენტია, რომელიც სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალოდ პირველი და ერთადერთი საშუალებაა, რომლის მიღებაც სახლის პირობებშიც შესაძლებელია.

13:57 / 12.08.2020
 
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას და ბიზნესს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
12:03 / 12.08.2020
 
დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ ქვეყნის რამდენიმე წერტილში კორონავირუსის ინფექციის რამდენიმე კერა გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, არცერთი რესურსი არ ეყოფა იმას, რომ ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებში კვლევები ჩატარდეს.
11:58 / 12.08.2020
 
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დღეისთვის ყაზბეგში, პოლიციაში კორონავირუსის 7 დადასტურებული შემთხვევაა. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ ჯგუფი სწორედ ყაზბეგშია წასული და მიმდინარეობს ყველა კონტაქტის გამოკვლევა.
11:56 / 12.08.2020
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ლენჯერის თემში კორტონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ლენჯერში დაფიქსირებულ შემთხვევებთან კავშირში მყოფი და უშუალოდ ლენჯერში დადასტურებულია მთლიანობაში 30 შემთხვევა.
11:50 / 12.08.2020
 
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 12 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია, 1 პაციენტის წყარო გაჩიანია, 1 კი იმპორტირებული შემთხვევაა.
11:45 / 12.08.2020
 
ჩაკეტილ მესტიაში მოსახლეობის ტესტირება ინტენსიურად მიმდინარეობს. გუშინ დაახლოებით 900 ადამიანი შემოწმდა. წინა დღესთან შედარებით, ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია.
11:18 / 12.08.2020
 
დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. ლარსის კლასტერი ყალიბდება.
11:15 / 12.08.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×