საზოგადოება
„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
13:06 / 01.07.2020
 
ამტვერებადი და აალებადი, ასევე, ნიადაგის დამაბინძურებელი მასალების წარმოება-დამუშავებისა და რეალიზაცია-განთავსებისთვის 2021 წლის პირველი იანვრიდან კონკრეტული ადგილები განისაზღვრება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
13:01 / 01.07.2020
 
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 კი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.
11:51 / 01.07.2020
 
ბათუმის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე „ქართული ოცნებიდან“ და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კახიძე პარტიიდან „მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის” გამო გაირიცხა.
11:38 / 01.07.2020
 
აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის 47 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
11:21 / 01.07.2020
 
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 931 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ერთით გაიზარდა და 795 გახდა.
11:12 / 01.07.2020
 
ბრიტანეთში, მერისაიდის საგრაფოს ქალაქ ჰაიტონში ნარკოკურიერმა პოლიციელს 8 კილოგრამი კოკაინი შემთხვევით მიუტანა. ამის შესახებ Liverpool Echo წერს.
01:38 / 01.07.2020
 
ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლება 14-დღიან სავალდებულო კარანტინს აწესებს იმ 16 შტატიდან ჩასული პირებისთვის, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა.
01:36 / 01.07.2020
 
კომპანია Wizz Air-მა ქუთაისში არსებული ბაზა დროებით გააუქმა და საქართველოში მყოფი თვითმფრინავები უნგრეთში გადაიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ადასტურებენ.
01:23 / 01.07.2020
 
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს მოსახლეობის ნაწილი მომავალ წელს ზაფხულის ოლიმპიადის გამართვის წინააღმდეგ გამოდის.
01:01 / 01.07.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
×