საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნულის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს „ომიკრონის“ შტამის დადასტურებული 1009 შემთხვევიდან 16% რეინფიცირებაა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დღეს, ლაბორატორიულად კორონავირუსის დადასტურებული 5000 შემთხვევიდან 45% „ომიკრონის“ შტამია. მისივე თქმით, კვირის ბოლომდე ეს მონაცემი 60%-მდე აიწევს.
19:19 / 13.01.2022
 
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი უფასო სასადილოების დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისის მერია მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავს.
19:17 / 13.01.2022
 
"ომიკრონით" დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება. იზრდება საეჭვო შემთხვევების რაოდენობა და რეინფიცირების შემთხვევათა რიცხვიც.
15:30 / 13.01.2022
 
83 წლის ასაკში გარდაიცვალა სპორტსმენი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი.
13:26 / 13.01.2022
 
ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1009 შემთხვევა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში „ომიკრონის“ 951 შემთხვევა იყო დადასტურებული.
13:08 / 13.01.2022
 
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით, ამ დროისთვის, გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:
12:03 / 13.01.2022
 
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაჰყავთ. სპეციალური ესკორტი თბილისის მიმართულებით უკვე დაიძრა.
11:31 / 13.01.2022
 
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 474 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 029 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 445 PCR ტესტით.
10:50 / 13.01.2022
 
თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვიქტორ სანეევის სახელის უკვდავსაყოფად, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული სპორტსმენის სახელი მიენიჭება, - ამის შესახებ, დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადა, სადაც სამძიმრის წიგნშიჩანაწერი გააკეთა.საკრებულოს თავმჯდომარემ მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ევროპის მრავალგზის ჩემპიონისა და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენის, მძლეოსანი ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და სპორტსმენის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა.
18:56 / 12.01.2022
 
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საკლუბო ბიზნესის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე ესწრებოდნენ.
18:07 / 12.01.2022
 
კალენდარი
×