საზოგადოება
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 309 PCR ტესტით.
11:25 / 15.06.2021
 
გავერკვევით და რაც შესაცვლელია, შევცვლით, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას განაცხადა.
10:29 / 15.06.2021
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ დაპირებული ვაქცინების 1 მილიარდი დოზა არასაკმარისია.
10:00 / 15.06.2021
 
უტრირებულია ბევრი რამე, თუმცა შესაძლებელია, ახალი სტანდარტით გადაცდომები იყოს , - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რითაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარეშემო მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
22:38 / 14.06.2021
 
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გადაწყვეტილებით მეუფე სპირიდონი ნაცვლად ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.
21:48 / 14.06.2021
 
„ბოლო წლების განმავლობაში, დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ვითარება რადიკალურად შეიცვალა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და საზოგადოებას თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა.
21:35 / 14.06.2021
 
2018-2021 წლებში, დედაქალაქში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა 5 400 000 კვ.მ ფართობის გზის საფარი. ამისათვის ჯამში 403 500 000 ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
21:32 / 14.06.2021
 
საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.
18:43 / 14.06.2021
 
პირველი ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
18:04 / 14.06.2021
 
„ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს თანადგომით და კომპანია "აჭარაბეთისა" და „სოკარის“ მხარდაერით, „ლისი ლეიკ დეველოპმენტ“-ის ტერიტორიაზე, შშშ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 100–ზე მეტმა, სხვადასხვა კატეგორიის მქონე შშმ პირებმა_ პარასპორტსმენებმა, სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ომის ვეტერანებმა. გაიმართა სპორტული აქტივობები, კერძოდ, ველორბოლა ლისის ტბის გარშემო, როგორც ჩვეულებრივი, ისე ხელით სამართავი პარაველოსიპედებით და შემდეგ კონცერტი, რომელში მონაწილეობა შშმ პირებმაც მიიღეს.
17:24 / 14.06.2021
 
კალენდარი
×