საზოგადოება
დასვენება საჭირო და აუცილებელია. მაგრამ დასვენების ადგილის შერჩევისას ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვეცადოთ შევარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც ხალხმრავალ თავყრილობებში საქმე არ გვექნება და დისტანციის დაცვა შეგვეძლება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილიმა „ღია ეთერში“ განაცხადა.
01:39 / 22.05.2020
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა​ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მან „ღია ეთერში“ განაცხადა.
01:33 / 22.05.2020
 
დაახლოებით 13,8 მილიარდი წლის წინ, სამყარო დაიბადა. თუმცა, ის სრულად ეკიპირებული არ გაჩენილა. გარკვეულ მომენტში წარმოიქმნა პირველი ვარსკვლავები და პირველი გალაქტიკები. როგორ და როდის მოხდა ეს, ჯერ კიდევ იდუმალებით არის მოცული და ასტრონომები მის ამოხსნას აქტიურად ცდილობენ. თუმცა, ერთი გალაქტიკა შეიძლება, ამ საკითხში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გასაღებს ფლობდეს.
01:18 / 22.05.2020
 
საქართველოში კოვიდ-19-თან მიმართებაში ეპიდსიტუაციას თუ შევადარებთ ჩვენს ახლო მეზობელ ქვეყნებს, მართლაც რომ შესაშურად მდგრადია და შეიძლება შეფასდეს, რომ ამ ეტაპზე ეს მდგომარეობა გამოირჩევა უფრო მეტი სიმშვიდით, ვიდრე სხვა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
00:35 / 22.05.2020
 
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში სამკურნალოდ არის მოთავსებული. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ სამედიცინო წრეებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
00:06 / 22.05.2020
 
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, გლდანის რაიონში, ლიბანის, სარაჯიშვილის, ჭიჭინაძის, კეცხოველის, მშვიდობისა და ცქიტიშვილის ქუჩები მოირეცხა.
23:59 / 21.05.2020
 
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
23:55 / 21.05.2020
 
რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მარნეულიდან გადმოიყვანეს.
23:47 / 21.05.2020
 
თვითიზოლაციამ და დისტანცირებამ სხვა ვირუსიც შეამცირა. ამ დროს 5-6- ახალი ვირუსი ცირკურირებდა და ბავშვთა სტაციონარებს თუ გადავხედავთ, ავადობა ადრე ბევრად მეტი იყო, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალვინა ჯავახაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
23:33 / 21.05.2020
 
ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანია AstraZeneca-მა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის 400 მილიონი დოზის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმა. პირველი მიწოდება მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.
23:28 / 21.05.2020
 
კალენდარი
×