საზოგადოება
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ცაგერში, საკუთარ კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს. მიტროპოლიტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კატასტროფის მანქანით თბილისში ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.
15:40 / 02.01.2022
 
საქართველოს მასშტაბით, ახალი წლის დღეებში კვებითი ინტოქსიკაციის 41 შემთხვევა დაფიქსირდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, თბილისში 12 შემთხვევა დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 3 პაციენტი.
14:17 / 02.01.2022
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, „ომიკრონის“ 144 დადასტურებული შემთხვევიდან 4 ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
14:15 / 02.01.2022
 
საქართველოში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს.
13:13 / 02.01.2022
 
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 289 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.45 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 254 მილიონს უახლოვდება.
13:06 / 02.01.2022
 
საქართველოში „ომიკრონის“ 144 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
12:06 / 02.01.2022
 
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულების პერსონალს შეხვდა.
20:49 / 01.01.2022
 
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 60 პაციენტი.
13:15 / 01.01.2022
 
საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“ გილოცავთ ახალ, 2022 წელს!
00:08 / 01.01.2022
 
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთო სახელმწიფოებრივი მიზნების გარშემო გაერთიანება. დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ისე როგორც არასდროს, საქართველოს ერთსულოვნება და ურთიერთთანადგომა სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებისადმი საახალწლო მიმართვისას განაცხადა.
00:05 / 01.01.2022
 
კალენდარი
×