საზოგადოება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მგელი ფერმის ტერიტორიაზე მყოფებს თავს დაესხა.
12:29 / 30.12.2021
 
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ. უფლებადამცველებს სააკაშვილთან შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
12:21 / 30.12.2021
 
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება:
12:02 / 30.12.2021
 
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 036 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 112 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 924 PCR ტესტით.
11:42 / 30.12.2021
 
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარლამენტის ახალად არჩეული თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიღო და დალოცა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს საპატრიარქო ავრცელებს.
21:13 / 29.12.2021
 
დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო, 31 დეკემბრის 20:00 საათიდან პირველი იანვრის 05:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოდანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
18:49 / 29.12.2021
 
თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით და ბიზნესის დახმარებით, კამპანია, რომლის ფარგლებშიც, სამგორის რაიონში, სოციალურად დაუცველი ოჯახები საახალწლო ნობათს იღებენ, გრძელდება. კამპანიაში ამჯერად სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „სფერა“ ჩაერთო, რომლის დახმარებითაც სამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი კიდევ ასი ოჯახი საახალწლო ნობათს მიიღებს. სამგორის რაიონის მაჟრიტარმა რევაზ სოხაძემ ნობათი რამდენიმე ოჯახში, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, პირადად მიიტანა. რევაზ სოხაძემ აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობისთვის კერძო სექტორს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კამპანიაში ჩართვის სურვილს კიდევ არაერთი კომპანია გამოთქვამს.
15:10 / 29.12.2021
 
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი საჯარო სექტორში ხელფასების მატებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელფასების მატება საბიუჯეტო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად ხდება. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისის საკეთილდღეოდ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობენ, ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ. რაც შეეხება, თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგოს მატებას, ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ხელფასის მატების საშუალებას 2017 წლიდან იძლეოდა, ამ შესაძლებლობით თანამდებობის პირებს არ უსარგებლიათ.
15:08 / 29.12.2021
 
„შტორმი აუცილებლად იქნება და ინფიცირებულთა რიცხვი გაზიარდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა.
14:28 / 29.12.2021
 
როგორც განგვიმარტეს, გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებიდან გამომდინარე, მას ხვალ ახალი მკურნალი ექიმი დაენიშნება, რომელთან შეხვედრის შესაძლებლობაც მოგვეცემა. დაველოდებით ხვალინდელ დღეს, თუმცა დღეს რაც მოხდა, ეს თავისთავად დარღვევაა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საბა ბრაჭველმა განაცხადა.
01:02 / 29.12.2021
 
კალენდარი
×