საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს წინა დღეს ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ნევროლოგიური დარღვევით. სამწუხაროა, რომ დღემდე ამ ადამიანურ საკითხზე მიმდინარეობს „პინგ-პონგის“ თამაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლის რისკს ხსნიდნენ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
17:37 / 14.01.2022
 
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ბავშვებში „ომიკრონის“ სიმპტომების მიმდინარეობაზე ისაუბრა.
13:46 / 14.01.2022
 
წმინდა სინოდის წევრმა, მეუფე ზენომა, საქართველო დატოვა და დევნილად ჩაბარდა. უმაღლესი რანგის სასულიერო პირმა თავშესაფარი დიდი ბრიტანეთს სთხოვა.ინფორმაციას ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი ავრცელებს.
13:02 / 14.01.2022
 
თბილისის მერიის ახალი პროექტის ფარგლებში, საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველ პირებს გადაეცემათ 500 ლარიანი ვაუჩერი, რომლის გამოყენებასაც მთელი წლის განმავლობაში შეძლებენ ნებისმიერ ავერსის აფთიაქში ლიმიტის ამოწურვამდე. ვაუჩერით სარგებლობისთვის აუცილებელია ბენეფიციარს ჰქონდეს ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატების ჩამონათვალი. ავერსი 500 ლარიანი ვაუჩერის პროგრამის ფარგლებში არსებულ მომხმარებლებს ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახურება ფასდაკლების დღეების ფასებით.
12:41 / 14.01.2022
 
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 60 753 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 092 კვლევა ანტიგენის ტესტით და 26 661 PCR ტესტით.
10:58 / 14.01.2022
 
მარჯანიშვილის თეატრის ინფორმაციით, რეჟისორი ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს.
10:00 / 14.01.2022
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნულის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს „ომიკრონის“ შტამის დადასტურებული 1009 შემთხვევიდან 16% რეინფიცირებაა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დღეს, ლაბორატორიულად კორონავირუსის დადასტურებული 5000 შემთხვევიდან 45% „ომიკრონის“ შტამია. მისივე თქმით, კვირის ბოლომდე ეს მონაცემი 60%-მდე აიწევს.
19:19 / 13.01.2022
 
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი უფასო სასადილოების დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისის მერია მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავს.
19:17 / 13.01.2022
 
"ომიკრონით" დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება. იზრდება საეჭვო შემთხვევების რაოდენობა და რეინფიცირების შემთხვევათა რიცხვიც.
15:30 / 13.01.2022
 
83 წლის ასაკში გარდაიცვალა სპორტსმენი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი.
13:26 / 13.01.2022
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×