საზოგადოება
ჩემი რეკომენდაციაა, რომ შეზღუდვები თუ წესდება, სკოლებს ბოლოს უნდა შეეხოს და სკოლები უნდა გაიხსნას ყოველთვის ყველაზე ადრე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
15:32 / 25.01.2022
 
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 1-ელი თებერვლიდან, დროებით, სამედიცინო პერსონალის გარდა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შეჩერდება. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
15:30 / 25.01.2022
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენილი დადებითი შემთხვევების 90% „ომიკრონია". ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
15:24 / 25.01.2022
 
დღევანდელი მდგომარეობით, 102 ონლაინ კლინიკა და 15 22-ის რესურსი საკმარისია, რომ ყველა ინფიცირებულს გაეწიოს მეთვალყურეობა, სამომავლოდ თუკი დადგება პრიორიტეტიზაციის აუცილებლობა, შეიძლება ოჯახის ექიმმა პრიორიტეტი მიანიჭოს 65 წელს ზევით მოსახლეობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
15:20 / 25.01.2022
 
ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით ისევ საჭიროა გააქტიურება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემსდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
15:15 / 25.01.2022
 
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 ლარი დაერიცხებათ.
12:01 / 25.01.2022
 
ინფექციური კლინიკის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი, მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ „ომიკრონ“ შტამის შემთხვევაში, ხშირად, PCR-ტესტირების დროსაც კი, ვირუსი ვერ დგინდება, თუმცა პირი ინფიცირებულია.
11:23 / 25.01.2022
 
კიოტოს პრეფექტურის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე უფრო დიდხანს ჩერდება, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი.
10:57 / 25.01.2022
 
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.
10:30 / 25.01.2022
 
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ.
21:28 / 24.01.2022
 
კალენდარი
×