საზოგადოება
ერთ-ერთ კლინიკაში კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ახალშობილი თბილისში ზუგდიდიდან გადმოიყვანეს.
19:16 / 04.01.2022
 
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 315 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 302 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 013 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 590 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
11:16 / 04.01.2022
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ გავრცელების შესახებ ისაუბრა.
19:54 / 03.01.2022
 
საქართველოს საპატრიარქო მიტროპოლიტ სტეფანეს ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
15:49 / 02.01.2022
 
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ცაგერში, საკუთარ კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს. მიტროპოლიტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კატასტროფის მანქანით თბილისში ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.
15:40 / 02.01.2022
 
საქართველოს მასშტაბით, ახალი წლის დღეებში კვებითი ინტოქსიკაციის 41 შემთხვევა დაფიქსირდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, თბილისში 12 შემთხვევა დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 3 პაციენტი.
14:17 / 02.01.2022
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, „ომიკრონის“ 144 დადასტურებული შემთხვევიდან 4 ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
14:15 / 02.01.2022
 
საქართველოში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს.
13:13 / 02.01.2022
 
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 289 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.45 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 254 მილიონს უახლოვდება.
13:06 / 02.01.2022
 
საქართველოში „ომიკრონის“ 144 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
12:06 / 02.01.2022
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×