
როგორც საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების“ ეთერში მამა იოანემ განაცხადა, მან აკურთხა მაღაზია და არა ტელეფონები.
მამა იოანეს თქმით, გავრცელებული სიუჟეტის მომზადება, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა, შეთანხმებული არ ყოფილა და მას რომ ამის შესახებ სცოდნოდა, კურთხევის პროცესის გადაღებას არ დაუშვებდა.
„ჩავატარე მსახურება, ვაკურთხე მაღაზია. არავითარი iPhone არ მიკურთხებია. ასეთი რამ არ ხდება, რომ iPhone ან რაღაც ნივთი ვაკურთხოთ“ - აღნიშნა მამა იოანემ.
მისი თქმით, იკურთხება ხალხი და შენობა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელებში განიხილება iPhone-ების კურთხევის შესახებ ერთ-ერთ მაღაზიაში გადაღებული ვიდეო, რომელიც მედიით გავრცელდა.