COVID 19 პოლონეთს უტევს - 14 გარდაცვლილი, 1031 ინფიცირებული და მხოლოდ 2 გამოჯანმრთელებული
COVID 19 პოლონეთს უტევს - 14 გარდაცვლილი, 1031 ინფიცირებული და მხოლოდ 2 გამოჯანმრთელებული
კატეგორიის სხვა სიახლეები
პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, ქვეყნებს შორის ვაქცინის განაწილება არასამართლიანი იყო და ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც მუდმივად ხაზს უსვამს. მისივე თქმით, ქვეყნებმა, რომლებსაც მაღალი ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდათ, იმაზე მეტი რაოდენობის ვაქცინა შეუკვეთეს, ვიდრე სჭირდებოდათ

ამასთან, როგორც დავით სერგეენკო ამბობს, მუდმივად მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სამართლიანი განაწილება მოხდეს.
14:33 / 28.01.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას თებერვლის მეორე ნახევარში მიიღებს.

როგორც იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "ახალი დღე" განაცხადა, ვაქცინით წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტი უნდა იყოს აცრილი, რათა ქვეყანა მომავალ ზამთარს მომზადებული შეხვდეს.
14:17 / 28.01.2021
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
13:09 / 28.01.2021
ვაქცინაციის დაწყება შეზღუდვების შემსუბუქებასთან არანაირ კავშირში არ არის. ვაცქინაცია როდესაც დასრულდება, უფრო მეტად მაშინ შეიძლება, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "ახალი დღე" განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებისა და მასზე კონტროლის შენარჩუნებისთვის სხვა გზა, გარდა შეზღუდვების, ასევე აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისა, არ არსებობს.
13:02 / 28.01.2021
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 637 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის
637 ფაქტი გამოვლინდა.
11:04 / 28.01.2021
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 321 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 121 , ქვემო ქართლში – 27, შიდა ქართლში – 52, გურიაში – 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78, კახეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში – 16, სამცხე-ჯავახეთში -23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ერთი.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 675, საიდანაც: 2 770 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 369, აჭარაში – 208, იმერეთში – 546.
10:58 / 28.01.2021
საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 932 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 850 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 718, პისიარტესტით – 7 132.
10:56 / 28.01.2021
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 127-ს შეადგენს. დღეს "კოვიდ-19"-ით ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 932 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა.
10:39 / 28.01.2021
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 79 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 34 539-ს შეადგენს.

უწყების ცნობით, კლინიკა დატოვა ათმა პაციენტმა. ამასთან, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 203 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 108, ხოლო ონლაინკლინიკაში – 302.
10:33 / 28.01.2021
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დეკანოზ თადეოზ სარალიძის შენდობის თხოვნის წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ იქადაგა ისეთ თემებზე იქადაგა, რომელზეც მღვდელმთავრის კურთხევა არ ჰქონდა.
22:53 / 27.01.2021
კალენდარი
×