შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვები პუნქტების სამუშაო გრაფიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვები პუნქტების სამუშაო გრაფიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
კატეგორიის სხვა სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, "კოვიდ-19"-ით ხელახლა დაინფიცირების რამდენიმე საეჭვო შემთხევევას იკვლევენ, საიდანაც ერთის შემთხვევაში შესაძლოა, ეჭვები გამართლდეს.

ზუსტი ინფორმაცია კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

"ამისთვის საჭიროა, რომ მოძიებულ იქნას ორივე დადასტურებული ნიმუში, პირველადი, მეორადი და შემდგომ მოხდეს მათი გენეტიკური ანალიზი. შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს და ახლა უნდა დამთავრდეს გენური თანმიმდევრობის ბიოინფორმატიკული ანალიზი, შეიძლება, ვთქვათ, ერთი შემთხვევა ჰგავს, შეიძლება, მართლა იყოს რეინფიცირება. პრაქტიკულად სრულდება ანალიზები და ველოდებით, რომ გვექნება პასუხი ამ დღეებში", – განაცხადა პაატა იმნაძემ.
17:54 / 04.03.2021
The Insider-ისა (რუსეთი) და Der Spiegel -ის (გერმანია) ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ ალექსეი ნავალნისა და ვლადიმირ კარა-მურზას მოწამვლის საქმეში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მონაწილეობდა.
17:20 / 04.03.2021
2021 წლის 4 მარტს, დაახლოებით 10:11 საათზე N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ვ.ლ.-მ საკანში დახმარებისთვის დაუძახა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და უთხრა მათ, რომ მის თანამესაკნეს, ნ.ქ.-ს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. საკანში შესვლისას თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ვ.ლ.-ს ერთ-ერთი თანამესაკნეს (სულ საკანში სამი პატიმარი იყო), ნ.ქ.-ს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. ნ.ქ.-ს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალმა აღმოუჩინა. ამასთან, დაუყოვნებლივ მოხდა მისი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შედეგად ექიმებმა პატიმრის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა.
16:18 / 04.03.2021
საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ზრუნავს, რომ დაბრუნებამდე დევნილებს ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას.
16:06 / 04.03.2021
თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 31-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიკო ჯანაშიამ დღეს მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატს გია ვოლსკის და "ჯინო კაპიტალის" დირექტორს ნოდარ გიორგაძეს დაათვალიერებინა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება არსებული ინფრასტრუქტურა და მოსწავლეებს სულ მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი ექნებათ.
16:04 / 04.03.2021
კორონავირუსის გავრცელების შემცირების კუთხით მართლაც კარგი პროგრესი ვნახეთ საქართველოში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების უფროსმა სპეციალისტმა, კეტრინ სმოლვუდმა ონლაინ პრესკონფერენციაზე "ქრონიკის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ნოემბერ-დეკემბრის პიკის შემდეგ, საქართველოს გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა რეგიონში, ახლა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქვს. ეს ნამდვილად კარგი ამბავია. არის ეტაპობრივი გახსნა ბიზნესის, სკოლების, მუზეუმების. ჩვენი მესიჯი იქნება, რომ ეს ყველაფერი ფრთხილად, გავრცელების მონაცემებზე დაყრდნობით უნდა გაკეთდეს. გვესმის, რომ არსებობს ვირუსის საეჭვო ვარიანტის რამდენიმე შემთხვევა, რაც არ არის მოულოდნელი. სამწუხაროდ, ეს გაგრძელდება. ახლა დროა, საბაზისო პრინციპები შეასრულოთ, გაზარდოთ ტესტირება. აუცილებელია, საეჭვო შემთხვევებისა და კონტაქტების კარანტინში გაშვება, რათა გაგრძელდეს ის კარგი საქმე, რასაც აკეთებთ", - განაცხადა კეტრინ სმოლვუდმა.
15:40 / 04.03.2021
მიმდინარე წლის 19 მარტიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ავიაკომპანია Aზერბაიჯან Aირლინეს-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bუტა Aირწაყს შეასრულებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ინფორმაციით, ფრენები აღნიშნული მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.
15:23 / 04.03.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 161-ე საჯარო სკოლაში წინასწარი ტესტირების ჩატარების შედეგად, 8 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე, სკოლის ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
13:50 / 04.03.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. რეგისტრაციის ვადებისა და ეტაპების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.

I ეტაპი - რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები.
13:28 / 04.03.2021
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, აგრძელებს პროექტს "საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა". სამწლიანი პროექტის მიზანი ველური ვაზის ფორმების შესწავლა, გავრცელების თანამედროვე გეოგრაფიის დადგენა და დაცვაა.
13:07 / 04.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×