„ამერიკაში მეგობრის დას ტაში დაუკრა მთელმა აფთიაქმა, როდესაც უთხრა საქართველოდან ვარო“,- ამის შესახებ მომღერალმა, ლიზა ბაგრატიონმა „პალიტრანიუსის“ სპეცპროექტ – CoViD 19 – ში განაცხადა.
„მყავს ბევრი უცხოელი მეგობარი, ყველას ვისაც აქვს ინფორმაცია, მეუბნებიან, როგორ მშურს და ნეტავ მანდ ვიყოთ, რა კარგ ადგილას ხართ. იტალიაში, ნიუ-იორკში, იქ სადაც ჩემი მეგობრები არიან, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ და მართლა ძალიან უჭირთ…ჩვენ რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ ერთმანეთი არ დავასნებოვნოთ, მე ვშიშობ, ვინმე არ დაზარალდეს ჩემ გამო, ისე კი, მაქვს იმედი, რომ ჩვენ ისეთ ხელში ვართ, არაფერი არ დაგვემართება, მართლა თუ ღვთის ნება არ არის…
ვცდილობთ, რომ ყველა ის მითითება შევასრულოთ, რასაც ჩვენი მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს. იქ ეშიანიათ ყველაფრის, მედპერსონალი და საავდმყოფოები ისეთ დღეში არიან, არც იციან მიაწვდენენ თუ არა ხმას…
მერე და ეჩხუბა, ეს ყველაფერი, როგორ არ გადაიღეო, და ამას უთქვამს, როგორ უნდა გადამეღო, ისე ვტიროდი და ამიჩუყდა გული, ვერ მოვახერხე ვერაფერიო“,- განაცხადა მომღერალმა.