საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა
კატეგორიის სხვა სიახლეები
პირველ მარტამდე ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა „კომენდანტის საათის“ სახით ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
13:14 / 22.01.2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა აჭყვის მიმართულებით მოძრავმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამ, დიდთოვლობის გამო, გზის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და სოფლის გზაზე გაჩერდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, სოფელში პაციენტის დასახმარებლად დროულად მისასვლელად, სამაშველო ჯგუფის დახმარება ითხოვა, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
13:06 / 22.01.2021
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანამ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას შეზღუდვებით უკვე მიაღწია და მთავრობას ახლა შეუძლია, შეზღუდვები შეამსუბუქოს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
12:52 / 22.01.2021
მთავრობის დადგენილებით, 1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია 15 ლარამდე იზრდება. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარის ნაცვლად, არაუმეტეს 15 ლარით განისაზღვრა.
12:37 / 22.01.2021
ელექტროენერგიის მომხმარებელთა ნაწილის მოთხოვნით, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სხვაობის სუბსიდირებაზე, თუმცა მათ სურთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ შეღავათით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) უარის თქმის პლატფორმა აამოქმედა. ელექტროენერგიის მომხმარებლებს გადაწყვეტილების დაფიქსირება სემეკის ვებგვერდზე https://gnerc.org/ge/covid19-1 შეუძლიათ.
12:20 / 22.01.2021
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 171 კოვიდინფიცირებული პაციენტი, ერთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 212 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
11:51 / 22.01.2021
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
11:08 / 22.01.2021
საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 636 პაციენტი.
11:05 / 22.01.2021
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 903 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
10:57 / 22.01.2021
სინოპტიკოსები 22 იანვარს ქუთაისში მზიან დღეს და +11 გრადუსს პროგნოზირებენ. ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც +11 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ბათუმში +12 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში +11, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.
10:28 / 22.01.2021
კალენდარი
×