"იმედის კლინიკის" მეან-გინეკოლოგი ზაზა იმერლიშვილი გარდაიცვალა
"იმედის კლინიკის" მეან-გინეკოლოგი ზაზა იმერლიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის სხვა სიახლეები
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ რეზიდენცია პოლიციის კორდონის დახმარებით დატოვა. იგი ჟურნალისტებთან მიმდინარე მოვლენებზე კომენტარისთვის ჩამოვიდა.
21:04 / 08.03.2021
2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბერას ოფიციალური ფეისბუქგვერდი გატეხეს და მაშინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი ვიდეოები განათავსეს, - ამის შესახებ მარკეტინგისა და და სოციალური მედიის ხელმძღვანელმა, ეკა ურეკაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
20:55 / 08.03.2021
დაახლოებით ორი-სამი თვის წინ ჩინური ვაქცინა შემოსატანად გამზადებული იყო და სწორედ მოსახლეობის, ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტებისა და ტელევიზიების ძალიან აქტიური მცდელობით, სახელმწიფომ ამ ვაქცინაზე უარი თქვა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" "ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის შეფასებით, ჩინური ვაქცინა ცუდი არ იქნება, მაგრამ ქვეყანამ ის არ უნდა შემოიტანოს, რადგან აღნიშნულ ვაქცინას საერთაშორისო აღიარება არა აქვს და დაბალი ნდობის პირობებში, ვაქცინის არგაკეთების საბაბი შეიძლება გახდეს. ცერცვაძემ აქვე აღნიშნა, რომ თუკი ჩინური ვაქცინა საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს, "ასორტიმენტისათვის მისი შემოტანა გამორიცხული არ არის".
18:26 / 08.03.2021
დიახ, მაქვს შენიშვნები - შეზღუდვების მოხსნა უნდა მიმდინარეობდეს იმის პარალელურად, რომ მოსახლეობამ უნდა ისწავლოს მასიურად პირბადეების გამოყენება,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძე "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა შენიშვნები შეზღუდვების მოხსნის თაობაზე მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

მისივე განცხადებით, რეგულაციების მოხსნის პარალელურად, საქართველოში პირბადეების ტარების მაჩვენებელი 60%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა, რაც ინფექციონისტის თქმით, ქვეყნისთის დამღუპველი იქნება. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მოსახლეობამ აღარ უნდა დაუშვას ის შეცდომები, რაც ზაფხულში დაუშვა.
18:23 / 08.03.2021
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და დაბალი ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62 (ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
17:23 / 08.03.2021
თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის (დიდი დიღომი) მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს, ანნა დათაშვილს ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი მიულოცა. ავთანდილ ცინცაძე ანნა დათაშვილს სახლში ეწვია და სამახსოვრო საჩუქრები პირადად გადასცა.
"მინდა, ყველა ქალბატონს ქალთა საერთაშორისო დღე მივულოცო და ჯანმრთელობა ვუსურვო. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სამაჟორიტარო რაიონში გვყავს 100 წლის ქალბატონი ანნა. დღეს გვერგო პატივი მისთვის ქალთა საერთაშორისო დღე მიგველოცა. ქალბატონი ანნა მედიცინის ყოფილი მუშაკია და მას 55 წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს. მინდა, მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო",- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

16:58 / 08.03.2021
ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილია შეკრებილი. ისინი დიაკვნების - კონსტანტინე გაბოსონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება უსამართლოა.

პროტესტს მრევლის ნაწილის გარდა, უერთდებიან მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მონაზვნები. ამ წუთებში, მეუფის რეზიდენციაში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ეპარქიის ახალი მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ხელმძღვანელობს. სხდომას ესწრებიან თავად დიაკვნები, რომლებსაც მღვდელმსახურების უფლება გუშინ შეუჩერდათ. ასევე - ჭყონდიდის ეპარქიისა და ლენტეხი-ცაგერის ეპარქიიდან მოსული სასულიერო პირები. სხდომა მედიისთვის დახურულია. მის შედეგებს მრევლის ნაწილი რეზიდენციის შესასვლელთან ელოდება.
16:01 / 08.03.2021
პარლამენტი "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას უბრუნდება, რომლის მიხედვით, სკოლა ვალდებული იქნება, მის ტერიტორიაზე სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობები უზრუნველყოს.

პროექტი პირველი მოსმენით ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო. მას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 9 მარტის სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილავს.
15:55 / 08.03.2021
დღეიდან, კურორტზე "გოდერძი" სხვა სამთო-სათხილამურო კურორტების მსგავსად, სტუმრებს საბაგიროებით შეუძლიათ ისარგებლონ, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეგულაციების მიხედვით, გონდოლებში ერთდროულად მხოლოდ 3 პერსონის დაშვებაა შესაძლებელი.

"შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზეკურორტზე ბაბლისა და გონდოლას ტიპის საბაგიროები ფუნქციონირებს.

რაც შეეხება განთავსების ობიექტებს, სასტუმროებმა კურორტზე ფუნქციონირება 25 თებერვლიდან განაახლეს. დღეის მონაცემებით, კურორტ გოდერძიზე 3 სასტუმრო დარამდენიმე კოტეჯი ღებულობს სტუმრებს. მათ შორისაა ახლადგახსნილი სასტუმრო "ამბასადორი გოდერძი", რომელშიც რესტორანი, ღამის კლუბი და აუზი ფუნქციონირებს. სტუმრებს ღებულობს, სოფელ დანისპარაულში კურორტიდან 3 კმ-ში მდებარე საოჯახო-სასტუმრო სახლებიც", - ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
15:44 / 08.03.2021
კალა-უშგულის მონაკევთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკევთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
15:18 / 08.03.2021
კალენდარი
×