„საქართველოს ბიზნესასოციაციის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ახალი შეზღუდვები ბიზნესს მძიმე ტვირთად დააწვება, თუმცა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა უმთავრესია.
„ბიზნესი ათვიცნობიერებს, რომ სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია და ყოველთვის ასე იქნება. ძალიან ახლოს მოვიდა კოვიდი თითოულ ჩვენგანთან. მაგალითად, დღეს დილის 7 საათზე ერთი ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, კარგი მეოჯახე, კარგი მამა, კარგი ბიზნესმენი საკმაოდ გართულებული მდგომარეობის გამო გადავაფრინეთ უცხოეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგად იქნება. ანუ, საკმაოდ რთულია ეპიდსიტუაციაა. ძალიან რთულია ასეთ დროს თქვა, რომ მოდი, გავავლოთ ხაზი ადამიანის სიცოცხლესა და ეკონომიკას შორის. ძალიან დავზარალდებით ხვალიდან, მაგრამ როცა სასწორზე დევს ადამიანის სიცოცხლე, ჩემთვის ძალიან რთულია რამე ვთქვა თუ არა ის, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღო ეპიდსიტუაციაზე დაყრდნობით”, – განაცხადა ფხაკაძემ “ტვ პირველის” ეთერში.