ინტერნეტში დაკარგული ძაღლის შესახებ განცხადება ვრცელდება.
დაკარგული ძაღლი მარშალ გელოვანის გამზირზე, გალფის ბენზინგასამართ სადგურთანაა და პატრონს ელოდება.
„ამ ძაღლის დარდიანმა თვალებმა მოსვენება დამაკარგინა. ეს საოცარი არსება, მარშალ გელოვანზე გალფის ბენზინგასამართ სადგურზე ელოდება პატრონს. დაკარგულია…ტირის.. არ ჭამს …ასეთი რამ, მართლა არ მინახავს….დილით, თურმე ამავე ტერიტორიაზე მანქანებს უვარდებოდა და ამ კეთილმა ადამიანმა გადაარჩინა. არ ვიცი, ეს ჩემი პოსტი რას შეცვლის, მაგრამ იქნებ შეცვალოს გავავრცელოთ, ვინც არ შეწუხდებით…”, – წერია მიმართვაში.