შეიძლება თუ არა კორონავირუსის სიმპტომების დროს გავიკეთოთ გრიპის ვაქცინა
შეიძლება თუ არა კორონავირუსის სიმპტომების დროს გავიკეთოთ გრიპის ვაქცინა
კატეგორიის სხვა სიახლეები
საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გუშინ, 3 მარტს, მორიგეობისას, კუთვნილი ავტომატური იარაღის გამოყენებით თავი მოიკლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი სამხედრო საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
01:27 / 04.03.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ჩინური ვაქცინის ლობირებასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის ბრალდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვაქცინის მიღების პროცესი სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებით ხდება.
23:03 / 03.03.2021
დაახლოებით ასე: „თქვენ ზევითა ხართ, მე ქვევით, როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?“ - ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რაიმე მოგვცენ, ასეთ სიტუაციაში ვართ, - ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმას უჩივლოს.
22:32 / 03.03.2021
ასეთი დემაგოგიის ავტორებს, ასეთი ნათქვამი არ უნდა შერჩეთ. ისინი პირდაპირ ბრალს გვდებენ. მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჩვენც – ექიმებსაც მიგვაყოლებენ ხოლმე, რომლებსაც კავშირი არ გვაქვს ვაქცინის შემოტანასთან. ჩვენი ამოცანაა, რომ გადავარჩინოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ჩინური ვაქცინის შემოტანა ჯერ კიდევ 2-3 თვით ადრე შეეძლო, მაგრამ მან მაღალი სტანდარტი არჩია.
20:49 / 03.03.2021
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესმა იმიტომ დააგვიანა, რომ საზოგადოებისა და ოპონენტების კატეგორიული მოთხოვნა იყო, ქვეყანაში ჩინური და რუსული ვაქცინა არ შემოსულიყო. ამის შესახებ მან "რუსთავი-2"-ის ეთერში ისაუბრა.
20:43 / 03.03.2021
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო ივნისის ბოლოს Novavax-ის ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს. ინფექციონისტის განმარტებით, ეს შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამას წინ არაფერი უდგას.
19:47 / 03.03.2021
საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, აღნიშნულ სტატუსს არ დაკარგავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის.
16:40 / 03.03.2021
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, "კოვაქს" პლატფორმამ ორი დღის წინ საქართველოს მიმართა, დაადასტუროს ინტერესი "ნოვოვაქსის" ვაქცინასთან დაკავშირებით.

თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო აღნიშნულ ვაქცინაზე ინტერესს დაადასტურებს. ამასთან, გაბუნია განმარტავს, რომ "ნოვოვაქსთან" მიმართებაში პროცესი ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის.

"ნოვოვაქსი" უკვე გამოჩნდა "კოვაქსის" პლატფორმაზე და ჩვენ "კოვაქს" პლატფორმამ ორი დღის წინ მოგვმართა, დავადასტუროთ ინტერესი "ნოვოვაქსის" ვაქცინასთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავადასტურებთ ამ ინტერესს. რაც შეეხება პირდაპირ მოლაპარაკებას, ეს პროცესიც დაწყებულია. "ნოვოვაქსის" ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი იქნება სერუმის ინსტიტუტი, როგორც "ასტრაზენეკას" ვაქცინის შემთხვევაში. უკვე გაგზავნილია ინტერესის წერილი, რომ ჩვენ გვაინტერესებს "ნოვოვაქსის" თემაზე მათთან კომუნიკაცია, ეს პროცესიც არის დაძრული. ვფიქრობთ, მოკლე ხანში აქაც გამოიკვეთება მეტი კონკრეტიკა, რა რაოდენობას შემოგვთავაზებს უშუალოდ მომწოდებელი.
15:51 / 03.03.2021
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

15:24 / 03.03.2021
კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეულ რექტორ დავით გურგენიძესთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა 3 წლიანი თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც კომპანიის მხრიდან სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროგრამების შეთავაზებას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
2017 წელს „არემჯისა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორნდუმის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც სტუდენტების განვითარებაზე და მათ მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული.
13:07 / 03.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×