ინფექციური საავადმყოფოს ექიმი, ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი ამბობს, რომ ამ ტემპით თუ გაგრძელდება სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით ინფიცირება უახლოეს მომავალში კრიზისი დადგება.
ინფექციონისტი დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინის ოფიციალურად დარეგისტრირების საკითხსაც გამოეხმაურა და მას დამაიმედებელი უწოდა.
ექიმი იმედოვნებს, რომ კოვიდინფიცირების საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველო უახლოეს 6 თვეში მიიღებს.„იმედია 6 თვეში საქართველოშიც მოაღწევს ვაქცინა. პირველად მოწყვლადი ჯგუფები აიცრებიან, იმიტომ რომ უამრავი მედიკოსია ინფიცირებული და დღეს მე მგონი მეც შევუერთდი მათ რიცხვს. როგორც ვიცი წინასწარი პასუხი დადებითია და ვნახოთ.
თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა მედპერსონალის ინფიცირება დღის წესრიგში კრიზისი დადგება. ვაწესრიგებ ახლა პერსონალს, რომ განყოფილება მორიგე ექიმის გარეშე არ დავტოვოთ. იმედია ბოლო 2 კვირის განმავლობაში გვეყოლება ექიმები“, - განაცხადა ინფექციონისტმა სატელევიზიო ეთერში.