"ჩემზე ბევრ რამეს წაიკითხავთ, როცა ვამბობდი, ვერ დაითვლით-მეთქი. ვითვლით ახლა?" — ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, როცა კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელზე საუბრობდა.
"დავითვალოთ, ხო, რამდენია? 1 200-ზე მეტია. ეს არის დასათვლელი ამ პატარა ქვეყნისთვის? რა იყო საჭირო? ნიღაბი უნდა გვეტარებინა და დისტანცია დაგვეცვა", — აღნიშნა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას უძლებს:
"თვითონ გაკვირვებული ვარ, ასეთ დატვირთვას, რომ ასე ვუძლებთ".
3 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 2 947 ადამიანი, გარდაიცვალა — 45.