ამ წუთებში პარლამენტთან ხმაურია. სამოქალაქო აქტივისტები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო წარწერების დატოვებას ცდილობდნენ, რისი უფლებასც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გაყალბებული არჩევნებისა და ერთპარტიული პარლამენტის გასაპროტესტებლად პოლიციის მიერ დამონტაჟებულ ჯებირებზე საბჭოთა სიმბოლიკის გამოსახვა სურთ.„ღიმილით მოვდივართ, წარწერის დატოვება გვინდა, გაგვიშვით, გეხუტებით და მშვიდობიანად ვართ“, - ასე მიმართავს აქციის მონაწილე სამართალდამცველებს.