„შეიძლება ხელი შეუწყოს ფატალურ შედეგს მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში“ – რა საფრთხეზე საუბრობს ბიძინა კულუმბეგოვი
„შეიძლება ხელი შეუწყოს ფატალურ შედეგს მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში“ – რა საფრთხეზე საუბრობს ბიძინა კულუმბეგოვი
კატეგორიის სხვა სიახლეები
​კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1.63 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2.19 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1.49.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 129 პაციენტი, გარდაიცვალა ათი ადამიანი.
10:56 / 09.03.2021
საქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 129 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 351 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 464, „პისიარ“-ტესტით – 2 887

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,19%, ბოლო 14 დღის – 1,49%, ბოლო 7 დღის – 1,63%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 273 137 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 267 015 გამოჯანმრთელდა, 3 601 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 252, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 383 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 114 პირი.
10:53 / 09.03.2021
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 601-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 129 პაციენტი.
10:47 / 09.03.2021
ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ ადამიანებს პირბადის გარეშე შეხვედრა შეეძლებათ, - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

CDC-ის ცნობით, იმ ადამიანებს, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, ეტაპობრივად შეეძლებათ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ცენტრის ინფორმაციით, პირბადის გარეშე შეხვედრა მათ ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ შეძლებენ. ვაქცინაციის შემდეგ, ადამიანებს ასევე უფლება ექნებათ პირბადის გარეშე ის პირები მოინახულონ, რომლებიც ვირუსის გავრცელების დაბალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
10:39 / 09.03.2021
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევ მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

"დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1- კმ62 (ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", – აღნიშნულია ინფორმაციაში.
10:29 / 09.03.2021
ორ კვირაში საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით "ფაიზერის" და "ასტრაზენეკას" ვაქცინა უნდა შემოვიდეს, რის შემდეგაც ქვეყანა პირველი რისკის კჯგუფის, მედიკოსების აცრას დაიწყებს.
23:30 / 08.03.2021
ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომლებიც დღეს გვიკავშირდებოდნენ, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრიამ ჯაღმაიძემ დღეს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
23:21 / 08.03.2021
მეუფე პეტრე (ცაავა) ფორმულასთან საუბარში ჭყონდიდის ეპარქიაში, განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა უსამართლობაზე პასუხისმგებელია ილია II, რომელიც წლებია ძალადობას ახალისებს.
22:52 / 08.03.2021
ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომლებიც დღეს გვიკავშირდებოდნენ, – ამის შესახებ ანდრიამ ჯაღმაიძემ დღეს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
22:44 / 08.03.2021
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ რეზიდენცია პოლიციის კორდონის დახმარებით დატოვა. იგი ჟურნალისტებთან მიმდინარე მოვლენებზე კომენტარისთვის ჩამოვიდა.
21:04 / 08.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×