საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
კატეგორიის სხვა სიახლეები
31 შემთხვევა და 3 კლასტერი - საქართველოში კორონავირუსის ახალი, ბრიტანული შტამი გამოჩნდა.
22:58 / 06.03.2021
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეორგანიზაცია განახორციელა. ამასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს.
20:55 / 06.03.2021
2-3 კვირიანი დაგვიანების ეპიზოდი უბრალოდ დარჩება არასასიამოვნო მოგონებად, მაგრამ არ მოახდენს სერიოზულ გავლენას ქვეყანაში პანდემიის დინამიკაზე, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის მიღწეულია კარგი სტაბილიზაცია.

"არის ძალიან დიდი გარანტიები იმის, რომ 2-3 კვირიანი დაგვიანების ეპიზოდი უბრალოდ, დარჩება არასასიამოვნო მოგონებად, მაგრამ არ მოახდენს სერიოზულ გავლენას ქვეყანაში პანდემიის დინამიკაზე, მითუმეტეს, რომ ამ ეტაპისთვის მიღწეულია კარგი სტაბილიზაცია და ამ ყველაფერს გამყარება სჭირდება ორი ფაქტორით, ერთი ვაქცინით, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია პანდემიის დამთავრებისა და ახალი შემთხვევების პრევენციისთვის. ყველა ის მეთოდი პანდემიასთან ბრძოლისა და პრევენციის, რომელსაც აქამდე ვუწევდით პრომოციას და რომელიც აუცილებელი იყო, რჩება", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
16:39 / 06.03.2021
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, ეკონომიკური პროფილის მქონე გადაცემების ჟურნალისტებისთვის მედიასემინარი გაიმართა. სემინარის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა ჟურნალისტებს, 2021 წელს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეებისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ბარათაშვილმა დეტალურად განმარტა დღგ-ს ახალი რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, არსებული კრიზისის ფონზე, ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის, გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, ასევე, შეამცირებს სადავო შემთხვევებს.

მისი თქმით, საქართველომ აიღო ვალდებულება, დაუახლოვოს საკუთარი საგადასახადო კანონმდებლობა ევროპულ დირექტივას დამატებული ღირებულების გადასახადის საერთო სისტემის შესახებ.
14:46 / 06.03.2021
თავდაცვის ძალების კუთვნილმა პირველმა მოდერნიზებულმა თვითმფრინავმა, სუ-25-მა რემონტის შემდგომი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სუ–25 ტიპის თვითმფრინავის აღდგენა-მოდერნიზაცია სააქციო საზოგადოება "თამ" თბილავიამშენისა და სსსტც "დელტა"-ს ერთობლივი თანამშრომლობით, თავდაცვის სამინისტროს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ჩართულობითა და ზედამხედველობით განხორციელდა. სუ-25 ტიპის თვითმფრინავის აღნიშნული მოდიფიკაცია ორმაგი დანიშნულებისაა, რაც იძლევა საბრძოლო და სასწავლო ფრენების განხორციელების შესაძლებლობას. ყოველ მომდევნო საფრენ აპარატებზე შემდგომი საგამოცდო ფრენები ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით განხორციელდება. სააქციო საზოგადოება "თამ" თბილავიამშენის აეროდრომზე განახლებული საფრენი აპარატის საცდელ ფრენას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრნენ.
14:20 / 06.03.2021
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB Berlin ჟურნალი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის ინტერვიუს ავრცელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წელს საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით.

ITB Berlin-ის ვირტუალურ გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტულ კომპანიებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.

„სხვა ტურისტული მიმართულებების მსგავსად საქართველოს კოვიდკრიზისმა დარტყმა მიაყენა, თუმცა საქართველოს ნაბიჯები ძლიერი და გადამწყვეტი აღმოჩნდა. წელს საქართველო ITB Berlin-ის ძირითადი პარტნიორია, ამ თემაზე ჩვენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელს ვესაუბრეთ“, – წერს ITB Berlin-ის ჟურნალი.
13:33 / 06.03.2021
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 27 დევნილს ხელის ტრაქტორი გადასცა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯადაცვის სამინისტროდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვლი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი და ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა დუგლაძე დაესწრნენ.

დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
12:49 / 06.03.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 273 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 98 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 42 ფაქტი, იმერეთში - 34, აჭარაში - 29, სამცხე-ჯავახეთში - 23, ქვემო-ქართლში - 21, შიდა ქართლში - 12, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 5, მცხეთა-მთიანეთშიც - 5, გურიაში კი 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
12:15 / 06.03.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მშობელთა თხოვნით, ასევე, კოვიდის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი.

როგორც განათლების უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში.
12:14 / 06.03.2021
7 მარტს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვბით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვა.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 7 მარტს დასავლეთ, ხოლო 8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.


11:53 / 06.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×