ახალქალაქისა და კუმურდოს ,მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ თუ ვინმე ავტომანქანის ჩუქებას შესთავაზებს, უარს არ იტყვის.“დღის კურიერის”ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ შემოუთავაზებია ვინმეს ავტომანქანის ჩუქება, მეუფემ ასე უპასუხა:
“თავმდაბალი ადამიანი ვარ და არ ვიტყვი უარს ამაზეც. 2006 წლის მამქანაა ჩემი და ისეთი გაცვეთილი, ისეთ ადგილზე ვცხოვრობ, ისე ვცვითავ… ყოველ შაბათ – კვირას ჩამოვდივარ თბილისში იმ დანგრეული გზებზე” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, 2020 წლის 2 დეკემბერს ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა კომპანია “აისტაილისგან” დპირებული “აიფონ 12” საჩუქრად მიიღო.