თუ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება წლის ბოლომდე და მხოლოდ წლის ბოლოს მივაღწევთ თავისუფლებას ეკონომიკაში, ეს არის შორს და მანამდე ხალხს გაუჭირდება. გასაგებია, ეს ცუდია, მაგრამ ვინმემ უკეთესი რამე იცის? ვინმეს აქვს უკეთესი გამოსავალი? - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც ცერცვაძე აცხადებს, კორონავირუსმა შექმნა სიძნელეები, საიდანაც სწრაფი და მარტივი გამოსავალი არ არსებობს.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველომ აზერბაიჯანის მსგავსად იმიტომ არ გამოიყენა ჩინური ვაქცინა, რომ დაზუსტებით არავინ იცის, რამდენად ეფექტურია ის.
„აზერბაიჯანი არ დაელოდა „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს, რომელზეც ჩვენს საზოგადოებას ცალსახა მოთხოვნა აქვს და გაიკეთა ჩინური ვაქცინა, მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები და პირველ რიგში, ჩვენი ოპონენტები, ხმამაღლა აცხადებნენ, არ გაბედოთ და ჩინური ვაქცინის შემოტანა. ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა. აზერბაიჯანმა სხვა გზა აირჩია, მან გაიკეთა ჩინური ვაქცინა“, -განაცხადა ცერცვაძემ.