ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ რეზიდენცია პოლიციის კორდონის დახმარებით დატოვა. იგი ჟურნალისტებთან მიმდინარე მოვლენებზე კომენტარისთვის ჩამოვიდა.
მისი თქმით, პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირების ჯგუფმა შეთქმულება მოაწყო და მას საეკლესიო კრებაზე კითხვების გაცემის საშუალება არ მისცა.
„დღეს გაიმართა სასულიერო კრება, რომელზეც მოწვეული იყო ყველა ადამიანი, ვისაც სურდა კითხვების დასმა, ლაპარაკი და ა.შ. ყველას მოვუსმინე. პასუხის გაცემის დრო რომ დადგა, ამის საშუალება არ მომცეს.სიტუაცია გაამწვავეს ჟურნალისტებმა და იმ სასულიერო პირებმა, ვინც კარს უკან იდგნენ. არ მომისმინეს, შეთქმულება მოაწყეს და სპეციალურად მოიყვანეს ეს ხალხი“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.
როგორც მან განაცხადა, ეპარქიის დატოვებას არ აპირებს.