"ავერსის" სააფთიაქო ქსელში საჩუქრების თვეა
კატეგორიის სხვა სიახლეები
27 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 - 29 ნოემბერს მცირე ნალექი შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18, +23, აღმოსავლეთ საქართველოში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.
14:49 / 26.11.2021
ზუგდიდის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურის ფონზე დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცება მოსახლეობას ახლად არჩეულმა მერმა მამუკა წოწერიამ მიულოცა. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება ლეგიტიმურია.
14:06 / 26.11.2021
ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, მაღალი მობილობის გამო, ადამიანებს სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში, რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ფასდაკლების დღესთან დაკავშირებით ყოველთვის შეინიშნება მობილობის მომატება.
12:35 / 26.11.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 756 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 538 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 218 PCR ტესტით.
11:47 / 26.11.2021
ის, რაც კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ ვიცით, არის, რომ სხვადასხვა სახის მუტაციას განიცდის და შეშფოთებას იწვევს, რომ როდესაც ამდენი მუტაციაა, ამან შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს ვირუსის შემდგომ ქცევაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვან კერხოვემ კორონავირუსის ახალ, სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ ვარიანტთან დაკავშირებით განაცხადა.
10:00 / 26.11.2021
ჩვენმა ქვეყანამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ უვადოდ მიეცემა ადამიანს კორონავირუსის გადატანის შემდგომ კოვიდპასპორტი, არ ვიცი, სად და ვისთან მოხდა კონსულტაციის გავლა, მსგავსი პრეცედენტი, ვეძებ და მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში უბრალოდ ვერ ვნახე, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
23:25 / 25.11.2021
ავსტრიაში 1 თებერვლიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახდება. „ევრონიუსის" ინფორმაციით, ამის შესახებ კანცლერმა ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.
17:58 / 25.11.2021
26-30 ნოემბერს თეგეტა მოტორსი Black Friday კვირეულის ფარგლებში ავტომომხმარებელს სერვისსა და პროდუქტებზე 30%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. ეს საუკეთესო დროა რომ ავტომობილი გამართო და ზამთრისათვის მოამზადო.
17:42 / 25.11.2021
რესტორნებს, რომლებიც 1-ლი დეკემბრიდან სტუმრებს მწვანე სტატუსით მიიღებენ, მუშაობის საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
16:21 / 24.11.2021
რუსეთში კოვიდჰოსპიტლების 11-მა მთავარმა ექიმმა ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს ღია წერილით მიმართა. ექიმები ანტივაქსერებს „წითელ ზონებსა“ და მორგებში ეპატიჟებიან, რათა ისინი ვაქცინაციის აუცილებლობაში დაარწმუნონ. ღია წერილის ადრესატი 12 ცნობილი პერსონაა, მათ შორის არიან: პოლიტიკოსები, მომღერლები, მსახიობები და ტელეწამყვანები.
15:48 / 24.11.2021
კალენდარი
×