ალერგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სწრაფად განვითარებადი დაავადებაა მსოფლიოში. მის სწრაფი ტემპით ზრდას მეცნიერები თანამედროვე გარემოს ცვლილებებს უკავშირებენ. ფართოდ გავრცელებულ ალერგიულ დაავადებებს შორისაა:
● ალერგიული რინიტი - ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომელთაც ეს მიდრეკილება გენეტიკურად გადაეცათ, ასევე მათ, ვინც ძირითადი ალერგიული მცენარეების ყვავილობის პერიოდში დაიბადა.
● ალერგიული დერმატიტი - გარკვეულ ალერგენზე განვითარებული კანის ალერგიის ფორმაა, რომელიც კონტაქტის ადგილას გამოიხატება.
● ალერგიული კონიუქტივიტი – ახასიათებს გაწითლება და ქუთუთოს შეშუპება, ქავილი და ცრემლდენა. მისი სიმპტომები შესაძლოა ადამიანს ხელს უშლიდეს მუშაობაში და არღვევდეს ძილს.
● ბრონქული ასთმა - ფილტვების ქრონიკული ალერგიული დაავადებაა, რომელიც ვლინდება ქოშინის შეტევებით, ჰაერის უკმარისობის შეგრძნებით და მშრალი სპაზმური ხველით. ის ალერგენთა მოქმედების, გაციების, ფიზიკური დატვირთვის ან ემოციური სტრესის ფონზე ვლინდება.
ალერგია შეიძლება ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ დროს განვითარდეს, თუმცა ადამიანების უმრავლესობას ის ბავშვობიდანვე აღენიშნება. არის შემთხვევები, როდესაც ზრდასრულებს ფეხმძიმობის ან ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ უვითარდებათ. იქიდან გამომდინარე, რომ ალერგიის მრავალი სახეობა არსებობს, შესაბამისად, მის გამომწვევ მიზეზად ბევრ ფაქტორს განიხილავენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ბრონქული ასთმა და დერმატიტი ფსიქოემოციური სტრესის ფონზეც შეიძლება გამწვავდეს. ასევე, ალერგიული რეაქციის გამოწვევა ზოგიერთ საკვებ პროდუქტსაც შეუძლია. მათ შორის არის: ციტრუსები, ყურძენი, მარწყვი, პომიდორი, თხილეული, მჟავე კომბოსტო, ძეხვი და მაიონეზი. გარდა საკვებისა ყველაზე ხშირად ალერგიას იწვევს ყვავილები, ბალახისა და ხის მტვერი.
გაიარე ონლაინ კონსულტაცია ალერგოლოგთან
ალერგიული სიმპტომების გამოვლენისთანავე, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალ ალერგოლოგთან დროულად გაიაროთ კონსულტაცია. REDMED-ის ვებ-გვერდზე მარტივად შეძლებთ ვიდეო ან აუდიო ზარით დაუკავშირდე თქვენს მიერ შერჩეულ ექიმს და მოკლე დროში მიიღოთ საჭირო დახმარება.