ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის კოოპერაციის ფარგლებში, მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალას პარკში, TIKA-მ ''გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაციას'' საჩუქრად გადასცა სკები, თაფლის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარი და მეფუტკრეთათვის სპეცტანსაცმელი. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ. მან, თურქულ მხარეს, ქართველი ვეტერანების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა: "მინდა, აღვნიშნო, რომ თურქეთის მხარეს, გარდა ამ ტექნიკური მხარდაჭერისა, კიდევ ბევრ სფეროში შეუძლია, თანადგომა გამოუხატოს ქართველ ვეტერანებს, ჩვენს სამსახურს, რაც გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივ, ორივე მხარისთვის მისაღებ და სასარგებლო სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებს გულისხმობს. ვიმედოვნებ, წინ, გეგმაზომიერი ნაბიჯებით ისევ გავაგრძელებთ სვლას. თურქეთში ამბობენ _'' კედელი ერთი ქვით ვერ აშენდებაო'', ქართველებისთვის კი, მეგობრობა და მეგობრის დაფასება ცხოვრების დევიზია. ჩვენ, ერთად, ერთიანი ძალისხმევით, მართლაც ასაშენებელი გვაქვს კედელი, რომელიც ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება!"_აღნიშნა კობა კობალაძემ.