მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი იხსენებს ისტორიას, როდესაც დაბადების დღეზე ბიჭმა იარაღის მუქარით ოთახში შესვლა აიძულა
.
როგორც მომღერალი აღნიშნავს, ოთახში არაფერი მომხდარა და ბიჭი 3-4 საათი მხოლოდ ესაუბრებოდა.
“დაბადების დღეზე მქონდა ასეთი შემთხვევა, ბიჭმა იარაღი დამანახა და მითხრა: შედი ოთახში. შევედი და არც არაფერი ყოფილა, ოთახში 3-4 საათის განმავლობაში რაღაც სისულელეს მელაპარაკებოდა. ფხიზელი არ იყო. მისი გაღიზიანება მე არ გამომიწვევია. ბოლოს, როდესაც მიხვდნენ, რომ არსად არ ვიყავი, ძებნა დაიწყეს. არც ტელეფონი მქონდა. ამ ბიჭს ვეუბნები, რომ თუ არ გამიშვებ გარეთ, ცუდად გავხდები მეთქი. საბოლოო ჯამში ჩემმა მეგობრებმა მიშველეს და ოთახიდან გამომიყვანეს”, – საუბრობს ნინი ბადურაშვილი.