2022 წლის 25 ნოემბერს საათზე თბილისის მუზეუმების გაერთიანების - ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ - მემორიალურ მუზეუმში პროექტის - „მეტი ინოვაციები და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ წარდგენა გაიმართება.
პროექტი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია, თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ისეთი სიახლეების დანერგვაში შეუწყოს ხელს, რაც საშუალებას მისცემს მას გააფართოვოს აუდიტორია, განავითაროს საგანმანათლებლო სერვისები და უზრუნველყოს ექსპონატების უკეთესი დაცვა.
აღნიშნული პროექტი 10 თვეს გასტანს.
მისამართი: ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, თბილისი, ჯავახიშვილის ქ. N7.