ბათუმის ბიუჯეტს 21 ახალი ავტობუსი 3 მილიონი დაუჯდა.
ბათუმში ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. N 10, N16 და N17 საქალაქო-სამარშუტო ავტობუსები რუსთაველის, გორგილაძის და ჭავჭავაძის ქუჩებზე გადანაწილდებიან და 14 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებენ. „FAW”-ის მარკის 21 მაღალი კლასის ავტობუსი 80 ადამიანზეა გათვლილი, რომელიც, ბათუმის თვითმმართველობამ საერთაშორისო ტენდერის საშუალებით ჩინეთში შეიძინა. აღნიშნული ავტობუსებში მოწყობილია პანდუსები, რაც შეზღუდული შესაძლებლობების პირთა გადაადგილების საშუალებას იძლევა. ავტობუსების შესაძენად ბათუმის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. ახალი ავტობუსით, ბათუმელებთან ერთად, დღეს ქალაქის მერმა, "ბათუმის ავტოტრანსპორტის" უფროსმა და საკრებულოს წევრებმა იმგზავრეს.