„მიშა, „ძვირფასო“, შენგან განსხვავებით, ჩვენ გვინდა რომ ამ ქვეყანაში ჩამოხვიდე, თუ მოგინდება. სანამ ივანიშვილია, ვერ ჩამოდიხარ – გეშინია“,- ასე მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
„გუშინ საუბრის დროს ყველა პუნქტზე შევთანხმდით გერმანელ მეცნიერებთან! მათ ცალსახად თქვეს, რომ ერთადერთი რაც შეიძლებ გაკეთდეს, ბარიერებია, რომ მეწყრის გავრცელების სიჩქარე დავაგდოთ და ხალხს დრო მივცეთ! “ – ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ პროცესებს ახლა მუდმივი მონიტორინგი სჭირდება.
ავსტრიაში მცხოვრები ექიმი ირმა კვიცარიძე საქართველოში ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება. მისი თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინა კარგია, მაგრამ თუ უსაფრთხოების ნორმები არ იქნება სათანადოდ დაცული, შეიძლება მეტი გართულება მოჰყვეს.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ადა მარშანია ზვიად გამსახურდიას შესახებ საკმაოდ ხმაურიან განცხადებას აკეთებს და ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, აფხაზ სეპარატისტ ვლადისლავ არძინბასთან ერთად, "ქაჯად" მოიხსენიებს.
თუ გახარია მოდის როგორც ივანიშვილის ფავორიტი, მას ექნება ზუსტად იგივე ძალა, რაც ექნება ივანიშვილს და თუ ის ცალკე მოძრაობას აფუძნებს, ჩვენ ჯერ ძალიან ადრე ვიმსჯელოთ თუ რა დაიჭერს ივანიშვილის მიმართ“ – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
„იმისთვის, რომ ამნისტია არ შეხებოდა, 9 წლის შემდეგ პროკურატურამ ბაჩო ახალაიას მიერ დაზარალებულად თავდაცვის სამინისტრო ცნო“, – ამის შესახებ ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი აცხადებს.