„გუშინ საუბრის დროს ყველა პუნქტზე შევთანხმდით გერმანელ მეცნიერებთან! მათ ცალსახად თქვეს, რომ ერთადერთი რაც შეიძლებ გაკეთდეს, ბარიერებია, რომ მეწყრის გავრცელების სიჩქარე დავაგდოთ და ხალხს დრო მივცეთ! “ – ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ პროცესებს ახლა მუდმივი მონიტორინგი სჭირდება.