Face აქტივობა
„მოსამართლე საკუთარ საქმიანობაში დამოუკიდებელია. ის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით იღებს გადაწყვეტილებებს და ემყარება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, სხვა კანონებს და ასევე თავის შინაგან რწმენას. არავის არა აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე, მაგრამ როცა სამოსამართლო ისტორიაში შენ მიერ განხილული საქმეების ირგვლივ ამდენი კითხვის ნიშანია, კეთილი უნდა ინებო და დაფიქრდე - გადაწყვეტილების მიღებისას იყო კანონი თუ იყო მხოლოდ შინაგანი რწმენა“, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურზე წერს.
„მოვითხოვ შესწავლილ იქნეს მოსამართლე მამუკა წიკლაურის საქმიანობის ისტორია! თქვენ იპოვით არაერთ სკანდალურ და საეჭვო საქმეს!!!
21:15 / 29.12.2021
 
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ გავრცელების შესახებ წერს. როგორც ფხაკაძე წერს, საფრანგეთში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.
21:12 / 29.12.2021
 
„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სააკაშვილის მკურნალი ექიმის ნინო გოგორიშვილის განცხადებას, სადაც ის ნიკა გვარამიას ფსიქოლოგიური ტრავმის მიღებაში ადანაშაულებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
გვარამიას თქმით, გოგორიშვილს საექიმო საქმიანობის ლიცენზია უნდა ჩამოერთვას.
21:10 / 29.12.2021
 
„ვწუხვარ ქალბატონი ნინოს გამო და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,“ - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სააკაშვილის პირადი ექიმის ნინო გოგორიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
18:57 / 29.12.2021
 
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება მოსამართლე მამუკა წიკლაურის სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომელმაც არა ერთი მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები გაათავისუფლა.
18:50 / 29.12.2021
 
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი 2007 წლიდან 2012 წლის ჩათვლით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას სამუშაო აღწერას აქვეყნებს.
22:49 / 27.12.2021
 
რატომ არ შეიწყალა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა “პუტინის პატიმარი”? – ამ რიტორიკულ კითხვას სვამს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა, რითაც მეოთხე პრეზიდენტის მესამე პრეზიდენტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
19:27 / 27.12.2021
 
„ომიკრონი“, სავარაუდოდ, ასრულებს პანდემიას…“ ასეთმა სათაურებმა წალეკა დღეს ქართული ინტერნეტი. ეს რომ ზღაპარია, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ არ გვინდა, დავიჯეროთ და მივიღოთ რეალობა, – ამ შინაარსის პოსტს ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აქვეყნებს. „უკვე დროა, შევეჩვიოთ, რომ რეალობას თვალებში ჩავხედოთ … ეს ვერაგი ვირუსი არსად არ მიდის და არც აპირებს წასვლას. ადაპტაცია უნდა განიცადოს ჩვენმა დღევანდელმა ცხოვრებამ. არ უნდა ველოდოთ „ძველებურ ცხოვრებას“ და შევეგუოთ, რომ ის არის ჩვენთან ერთად და ვიყოთ მასზე უფრო ჭკვიანები, ჯერჯერობით, ის უფრო ჭკვიანია…
22:21 / 26.12.2021
 
„საქართველოში იანვრის მეორე ნახევრიდან „ომიკრონის“ შტამი დომინანტური გახდება“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, „ომიკრონი“ მსუბუქად მიმდინარეობს, რაც დიდი რაოდენობით პაციენტების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსს არ გამოიწვევს.
16:39 / 26.12.2021
 
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ საქართველოში იანვრის მეორე ნახევრიდან „ომიკრონის“ შტამი დომინანტური გახდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსის ახალი ვარიანტი მსუბუქად მიმდინარეობს, რაც დიდი რაოდენობით პაციენტების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსს არ გამოიწვევს.
11:34 / 26.12.2021
 
კალენდარი
×