დღეს ჩემთვის ძალიან საამაყო პროექტის - „კეთილი იყოს შენი მობრძანება“, გაფართოება გამოვაცხადეთ. ხოდა სანამ ძირითად სათქმელს ვიტყოდე, პატარა პრეისტორია უნდა მოგახსენოთ. პროექტი 2016 წელს დავიწყეთ და სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებული ახალშობილის მშობლებს, რომლებიც დაბადების მოწმობის ასაღებად მოდიოდნენ, ჩვილთან მოკრძალებულ საჩუქარს და არა სოციალურ დახმარებას ვატანდით, როგორც ამას ე.წ ჟურნალისტიკაში წასული პროკურორი და ძმანი მისნი იუწყებოდნენ, - ამის შესახებ იუსტიციის სახლის წარმომადგენელი, ანი გიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გიგინეიშვილი აღნიშნავს, მაშინაც და ახლაც, ამ პროექტის განხორციელების მხარდამჭერი კერძო ფარმაცევტული კომპანია იყო, კარგმა თანამშრომლობამ კარგი შედეგები გამოიღო და კომპანია ,,გეფამ“ პროექტის გაფართოების პერსპექტივა დაინახა.
მისი თქმით, პროექტს, კომპანია „გეფას“ დახმარებით, დაემატა მეორე პაკეტი - ყველა ახალშობილისთვის განკუთვნილი სასაჩუქრე ვაუჩერი და სხვადასხვა ფასდაკლება. ანუ ადამიანი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მიდის დაბადების მოწმობის ასაღებად, სახლში დაბრუნდება მცირე, მაგრამ მაინც საჩუქრით.
ამ წლების განმავლობაში 15 000 ღიმილი და მადლობა დაგვიტოვა ამ ხალხმა. მაშინაც და ახლაც, ამ პროექტის განხორციელების მხარდამჭერი კერძო ფარმაცევტული კომპანია იყო. კარგმა თანამშრომლობამ კარგი შედეგები გამოიღო, კომპანია „გეფამ“ პროექტის გაფართოების პერსპექტივა დაინახა - გადაგვეცა საჩუქარი ყველა ახალშობილისთვის, მართალია უფრო მცირე ვიდრე ეს სოციალურად დაუცველებისთვისაა, თუმცა საჩუქარი იმის საჩუქარია, რომ სასიამოვნოა მისი მიღება. მოკლედ, ამ ჩვენს ნაქებ და სახელგანთქმულ პროექტს, კომპანია „გეფას“ დახმარებით, დაემატა მეორე პაკეტი - ყველა ახალშობილისთვის სასაჩუქრე ვაუჩერი და სხვადასხვა ფასდაკლება. ანუ ადამიანი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მოდის დაბადების მოწმობის ასაღებად, სახლში დაბრუნდება მცირე, მაგრამ მაინც საჩუქრით. ახლა რა მინდოდა მეთქვა! არ დაიზარა ზოგიერთმა (მათ შორის ზემოთხსენებულმა) და მოკრძალებული საჩუქარი, დახმარებად გამოაცხადა, ხოლო ეს პროექტი - კანონად. მათ გასაგონად ვიტყოდი მარტო ერთ სიტყვას - უხერხულია“, - წერს იუსტიციის სახლის წარმომადგენელი.