კობა დავითაშვილი იყო ადამიანი, რომელსა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს უმოწყალოდ სცემეს, ნაცემს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და სასიკვდილოდ გაწირეს, - ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი Facebook-ში წერს.
მისი თქმით, სწორედ 2007 წლის 7 ნოემბერს მიყენებული ფიზიკური დაზიანებები მას მძიმე დაავადებად ექცა და წლების განმავლობაში იტანჯებოდა.
,,ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო თქვა და გააკეთა. სტუდიაში თუ სტუდიის გარეთ, თავისუფლად მოსიარულენი და ჯანმრთელნი დასცინოდნენ, ავადმყოფს უწოდებდნენ და მიშას განადიდებდნენ. ასეთებისთვის მისი წასვლით ნამდვილად არაფერი შეიცვალა ... მაგრამ გულისხმიერი, კეთილსინდისიერი, პატრიოტი ადამიანებისთვის კობა დავითაშვილი ქვეყანას დააკლდა“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.